“ვალენსიამ” სახლში “სელტას” ვერ სძლია

ლა ლიგის მეთოთხმეტე ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „სელტას“ დაუზავდა – 0:0.
პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო, სტუმრებმა ორი მომენტი ვერ გამოიყენეს: ერთი მამარდაშვილის შეცდომის შემდეგ და მეორე, როდესაც ლარსენმა თავურით მიზანს ვერ უწია. მეორე ტაიმშიც ბევრი იყო ბრძოლა, ცოტა მომენტები და შეხვედრა ფრედ დასრულდა.
„ვალენსია“ 19 ქულით მეცხრე ადგილზეა და 2 დეკემბერს გასვლაზე „ჟირონას“ დაუპირისპირდება.
ვალენსია – სელტა 0:0

ასევე დაგაინტერესებთ