“ვალენსიამ” ესპანეთის თასზე გაიმარჯვა

ესპანეთის თასზე „ვალენსიამ“ გასვლაზე ქვედალიგური „ეხეა“ 3:1 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.
„ღამურების“ მწვრთნელმა რუბენ ბარახამ რიგ წამყვან ფეხბურთელებს და მათ შორის გიორგი მამარდაშვილს დასვენების საშუალება მისცა, მის ნაცვლად კი სტოლე დიმიტრიევსკი ათამაშა.
1/16-ფინალში „ვალენსიას“ მეტოქე კენჭისყრაზე გაირკვევა, რომელიც ორშაბათს ჩატარდება.
ეხეა – ვალენსია 1:3
გოლები: 0:1 კორდობა (49), 0:2 გომესი (63), 1:2 პალმასი (71), 1:3 რაფა მირი (90+1)