“ვალამაზებდი? თვალთვმაქცობდი? პოლიტკორექტულ სიტყვას ვირჩევდი?” – რომან გოცირიძე

გუშინ, ეკა კვესიტაძის გადაცემაში, პირველად იყო შემოთავაზება და მცდელობაც კრიტიკულად გვესაუბრა ოპოზიციურ მედიაზე, თუმცა გადაცემის უდიდესი ნაწილი თავად ოპოზიციის სისუსტეს და მის პრობლემებს შეეხო. თავიდანაც ასე იყო ჩაფიქრებული.
ტერმინებზე: არასდროს ვიყენებდი სიტყვას “ოპოზიციური” მედია. ეს ფაქტობრივად სინონიმია “პარტიული მედიის”. ვამბობდი “კრიტიკული მედია”. ვალამაზებდი? თვალთვმაქცობდი? პოლიტკორექტულ სიტყვას ვირჩევდი? ალბათ ყველაფერი ერთად. ქართული დამოუკიდებელი მედია მრავალ ობიექტურ თუ სუბიექტურ გარემოებათა გამო იყო პარტიული მედია. ბევრი რამ დაატყდა თავს მისი ჩასახვიდან დღემდე. ასევე მრავალ გარემოებათა გამო ვხედავთ, რომ ხდება მისი ტრანსფორმირება და ყველაზე დიდი ტვირთის, პარტიულობის ჩამოშორება. ბოლო პერიოდში დამოუკიდებელი მედია უფრო არის არა პარტიული მედია, არამედ პარტიულად მიკერძოებული მედია. ეს აბსოლუტურად სხვა მოცემულობაა, წინასთან შედარებით, უკეთესი, რა თქმა უნდა. გაიხსნა თუ არა დისკუსია, როგორი იყო და როგორი უნდა იყოს თავისუფალი მედია? არა მგონია. არც დროულია, როცა საარჩევნო პერიოდი იწყება. კონიუნქტურა ბევრ რამეზე მოქმედებს. “ახლა ამის დრო არ არის, უფრო დიდი პრიორიტეტები გვაქვს”- სამწუხაროდ, მუდამ იყო რაღაცის კეთების სამომავლოდ გადადების საბაბი. მხოლოდ დისკუსია რომ საქმეს შველოდეს, მაშინ ადვილად ყოფილა საქმე. ეს ასე არ არის. თუ როგორია მედია, ამას დიდწილად განაპირობებს ის, თუ როგორია ხელისუფლება. “შეიცვლება ხელისუფლება და ყველაფერი კარგად იქნება”-ესეც სტანდარტული დამამშვიდებელი პასუხია. ხელისუფლება ბევრჯერ შეცვლილა, მაგრამ მედია არასდროს ყოფილა კარგად.
წარსული გამოცდილება და მომავლის იმედი ( “სტატუსიანები” ვართ ბოლო-ბოლო), უფრო ოპტიმისტურად უნდა განგვაწყობდეს. რაღაცები რომ შეიცვლება, პირადად მე ამის მოლოდინი მაქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ოპოზიციაში ტრაგიკომიკურ ჟანრს ვუყურებთ: შეიძლება, კაცის კვლა, დაწვა, გამოხატვის თავისუფლებაში შეიყვანონ – ლაზარე გრიგორიადისის „გაგმირება“ გვახსოვს, შემდეგ რა სცადა „ხანდაზმულმა ლაზარემ“, ელისაშვილს ვგულისხმობ, ისიც ვნახეთ

სახალხო დამცველი – 10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა – ვიტოვებთ მოლოდინს, რომ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების სფეროში გამოწვევები აღმოიფხვრება სახელმწიფოს მიერ, ეფექტიანი ღონისძიებების შედეგად