ვაკო ფელაინის თანაგუნდელი გახდა – ყაზაიშვილი კარიერას ჩინეთში გააგრძელებს

Geo Team-ის ინფორმაციით, 30 წლის ქართველი შემტევი ვაკო ყაზაიშვილი კარიერას ჩინეთის სუპერ ლიგის ბინადარ “შანდონგ ტაიშანში” გააგრძელებს.
მოგეხსენებათ, ჩვენებურს გასული წლის მიწურულს “ულსან ჰიუნდაისთან” კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახლდათ.
ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, ვაკო უკვე ჩინეთში იმყოფება და 2-წლიანი კონტრაქტიც გააფორმა.
ინფორმაციისათვის, “შანდონგ ტაიშანი” ჩინეთის მოქმედი ვიცე-ჩემპიონია. ამ კლუბში “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ფეხბურთელი მარუან ფელაინი ირიცხება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში