ვაკო გვილიამ პოლონური გუნდი დატოვა

პოლონური “პიასტი” იტყობინება, რომ 30 წლის ნახევარმცველ ვაკო გვილიას კლუბთან კონტრაქტი დღეს ამოეწურა და არ გაუგრძელებენ.
გვილია “პიასტში” მარტში გადავიდა და ექსტრაკლასას ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ჯერ უცნობია, სად გააგრძელებს ის კარიერას.
ვაკო ადრე ზაპოროჟიეს “მეტალურგში”, “მინსკში”, “ბატეში”, “ლიუცერნში”, “გურნიკში”, “ლეგიასა” და “რაკუვში” ასპარეზობდა, ხოლო საქართველოს ნაკრებში 44 მატჩში 3 გოლი გაიტანა.