აზიის ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში უცნაური ამბავი დაფიქსირდა. ვაკო ყაზაიშვილის “შანდონგ ტაიშანი” ავსტრალიურ “ცენტრალ ქოუსთ მარინერს” შინ, ჯინანის “ლუნენ ბიგზე”, ადრეული გოლით ამარცხებდა. შეხვედრის არბიტრმა პირველი ტაიმის დასრულების ნიშანი მისცა და გუნდები თითქოს შესვენებაზე გაუშვა, თუმცა თერთმეტმეტრიანი ამის შემდეგ დააფიქსირა, თამაში განაახლა და ავსტრალიელებმა ნიშნულიდან გაათანაბრეს – 1:1. ჩინური კლუბის ფეხბურთელები გაოცებულები და გაბრაზებულები იყვნენ.
შეხვედრის მთავარი მსაჯი საუდის არაბეთის წარმომადგენელი, 37 წლის ხალიდ სალეჰ ალ-ტურეისი იყო, რომელმაც მე-17 წუთზე ქართველი ლეგიონერი გააფრთხილა. ვაკომ 75-ე წუთზე ლიაოს პასით საკუთარი გუნდი
წინ გაიყვანა, 88-ე წუთზე კი ულამაზესი გოლით დუბლი შეასრულა – მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო – 3:1.
რაც შეეხება ბექა მიქელთაძის სამხრეთკორეულ “გვანჯუს”, იაპონური “იოკოჰამა” 7:3 დაამარცხა, ქართველი ფორვარდის ანგარიშზე კი გოლი და საგოლე პასია. არადა, ბექა მინდორზე 63-ე წუთზე შევიდა.
აზიური და ევროპული ჩემპიონთა ლიგის შესახებ წაიკითხეთ აქ –