ჩინეთის სუპერ ლიგის ბოლოს წინა 29-ე ტურში ვაკო ყაზაიშვილის “შანდონგ ტაიშანმა” “ტიანჯინ ჯინმენ ტიგერსს” უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში მე-17 წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა გახსნა, რაც სეზონში მისთვის 25-ე ზუსტი დარტყმა აღმოჩნდა.
ჩვენებურს დუბლის შესრულებაც შეეძლო, თუმცა სამწუხაროა, რომ 56-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმა გოლად ვერ გარდასახა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩინეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტური დარჩა და “ოქროს ბუცისთვის” ბრძოლა მაქსიმალურად დაიძაბა.
ქართველი 25 ზუსტი დარტყმით ბომბარდირთა დავას ლიდერობს, მეორე პოზიციაზე მყოფ “ბეიჯინგის” ანგოლელ ფორვარდს ფაბიო აბრეუს ანგარიშზე კი 24 გოლია, რომელმაც ამავე ტურში “ჩანგჩუნ იატაის” დუბლი შეუსრულა და მანაც პენალტი გააფუჭა.
ინფორმაციისთვის, ჩინეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩები 22 ნოემბერს გაიმართება.
“კვარა” დაიწყებს – ქარღველების დღე გამორჩეულ ლიგებში
ქოჩორაშვილი ისევ არ ათამაშეს – “სპორტინგმა” “ალვერკას” ისევ სძლია
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია – ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] “ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა – ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
ვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში [VIDEO]
ყაზაიშვილის ულამაზესი გოლი და შედეგიანი გადაცემა ჩინეთის ჩემპიონატში – ქართველი ფეხბურთელი კარგ ფორმაშია [VIDEO]
ვაკოს დუბლი და იშვიათი ამბავი ჩემპიონთა ლიგაზე – მსაჯმა ჯერ ტაიმი დაასრულა, შემდეგ გუნდები ისევ დააბრუნა… [VIDEO]
ვაკო ფელაინის თანაგუნდელი გახდა – ყაზაიშვილი კარიერას ჩინეთში გააგრძელებს
[VIDEO] ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქი ჩინეთის სუპერლიგაში
ვაკოს გადამწყვეტი ბრძოლა “ოქროს ბუცისთვის” და მისი სატრანსფერო ამბავი – სად ითამაშებს ქართველი მომდევნო სეზონში




