ვაკის საცურაო აუზი დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსად და მიენიჭა Med Award 2024-ს ჯილდო, რომელიც აღიარებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას და გამორჩეულ გარემოს, რომელიც ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობას ემსახურება.
Med Award არის სამედიცინო სექტორის ყველაზე მასშტაბური დაჯილდოება, რომელსაც ორგანიზებას უწევს GMTG – საქართველოს სამედიცინო ტურიზმის ჯგუფი. საზოგადოებრივი გამოკითხვის საფუძველზე, ქვეყნის მასშტაბით 54 გამარჯვებული გამოვლინდა სხვადასხვა ნომინაციაში, ხოლო 2025 წლის 16 თებერვალს გაიმართა საპატიო ცერემონია , რომელსაც ქვეყნის წამყვანი ექიმები, კლინიკებისა და სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლები ესწერებოდნენ და დაჯილდოვდნენ. გვეამაყება, რომ ერთ-ერთი მაგთანი ვაკის საცურაო აუზის სპორტულ- გამაჯანსაღებელი კომპლექსია, რომელიც უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია ზრუნავს თანამედროვე, ინოვაციური სტანდარტების დანერგვაზე ჯანმრთელობის მომსახურების სფეროში.
ვაკის სპორტული კომპლექსი ერთადერთი სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებაა, რომელმაც ეს ჯილდო მოიპოვა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპლექსის მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურას, უმაღლესი მომსახურებისა და უსაფრთხოების სტანდარტებს.
ვაკის სპორტული კომპლექსი გთავაზობთ:
ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზს, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს; 50 მეტრი სიგრძისა და 22 მეტრი სიგანის აუზი, სიდიდით პირველია საქართველოში. პირველ ადგილს იკავებს მისი მაქსიმალური სიღრმეც, რომელიც 7 მეტრს შეადგენს. საქართველოში ეს ერთადერთი აუზია, სადაც პროფესიონალ ინსტრუქტორთან ერთად, შეისწავლით დაივინგს და საერთაშორისო სერტიფიკატის აღებასაც შეძლებთ.
უმაღლესი ხარისხის გაფილტრულ წყალს, რომელიც სუფთავდება ,,ევრო 7“ სტანდარტის შესაბამისად, ულტრაიისფერი სხივებითა და ქლორის მინიმალური შემცველობით,წყლის გასუფთავების ეს მეთოდი უზრუნველყოფს მაქსიმალურ უსაფრთხოებას, კანის ჯანმრთელობასა და თმის სტრუქტურის შენარჩუნებას.
ვაკის საცურაო აუზის ფიტნესის დარბაზი ულტრათანამედროვე, მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც სრულადაა აღჭურვილი Technogym-ის უმაღლესი კლასის Artis-ის ხაზის ტრენაჟორებით. ეს არის ახალი თაობის ინოვაციური, ჭკვიანი მოწყობილობები, რომლებიც უზრუნველყოფს მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტულ ვარჯიშს.
Artis-ის ხაზი კარდიო და ძალისმიერი ვარჯიშების უმაღლესი საფეხურია. მეტი კომფორტის შესაქმნელად ვაკის აუზის ფიტნესდარბაზიც სწორედ ამ ფუნქციების მიხედვითაა დაყოფილი – ერთ სივრცეში ძალისმიერი ვარჯიშების შესრულებას შეძლებთ, მეორე სივრცე კი სრულად ეთმობა კარდიოვარჯიშებს.
Wellness, დასვენებისა და ისეთი გამაჯანსაღებელ ზონები, როგორებიცაა: სველი და მშრალი საუნები, ჯაკუზი, სპა, რომლებიც იდეალურია სხეულის სრული რელაქსაციისთვის.
„ჩვენთვის ეს ჯილდო აღიარებაა გუნდის პროფესიონალიზმისა და მომსახურების მაღალი სტანდარტების. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, შევქმნათ საუკეთესო გარემო ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდასაჭერად და გავაძლიეროთ ფიზიკური აქტივობის კულტურა საქართველოში.
ვაკის საცურაო აუზის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ერთგულ მომხმარებლებსა და პროფესიონალ გუნდის წევრებს, რომელთა მხარდაჭერის გარეშე ეს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა. გვეამაყება, რომ ჩვენი გუნდი შედგება ყველაზე გამოცდილი და ტიტულოვანი პროფესიონალი მწვრთნელებისგან, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებისგან, რომლებიც მუდმივად მზად არიან, გაგიზიარონ თავიანთი გამოცდილება და დაგეხმარონ ცურვის სწავლის სრულყოფაში.
ჩვენ განვაგრძობთ განვითარებასა და კიდევ უფრო მაღალი სტანდარტების დანერგვას, რათა შევინარჩუნოთ ლიდერის პოზიცია სპორტულ-გამაჯანსაღებელ სექტორში”, – აცხადებს კომპლექსის გენერალური დირექტორი ლაზარე ქობულია.
„ინვესტირება ჯანმრთელობაში“ – ვაკის საცურაო სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის სლოგანია, რომელიც ზუსტად გადმოსცემს დაწესებულების მთავარ დანიშნულებას – შექმნას ყველაზე უსაფრთხო და კომფორტული სივრცე ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
