ვაკის საცურაო აუზი ტაჯიკმა ბიზნესმენმა იყიდა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, „შპს ავტოგრაფის“ 100%-იანი წილი ტაჯიკეთის მოქალაქე მირზო ჯამშედზე გასხვისდა.
შპს ,,ავტოგრაფი” ვაკის საცურაო აუზისა და ფიტნესს კლუბის მფლობელი კომპანიაა.
არსებული ინფორმაციით, „შპს ავტოგრაფის“ (საიდ. №416346635) სრული წილი აქამდე იონა ქობულიას ეკუთვნოდა.
,,კომერსანტის” ინფორმაციით, გარიგების სავარაუდო ღირებულება 20 მილიონი დოლარია.