ვაკის რაიონში, უჩანეიშვილის ქუჩის N2 -ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფერდის დამცავი საყრდენი კედლის მშენებლობა დასრულდა

ვაკის რაიონში, უჩანეიშვილის ქუჩის N2 -ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფერდის დამცავი საყრდენი კედლის მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე განცხადებით, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა, გზის სავალი ნაწილის უსაფრთხოების მიზნით, ტერიტორიაზე რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი მოაწყო.
„ვაკის რაიონში, უჩანეიშვილის ქუჩის N2 -ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფერდის დამცავი საყრდენი კედლის მშენებლობა დასრულდა. ამ ტერიტორიაზე, დროთა განმავლობაში, შესამჩნევი გახდა მიწის ჩამოშლის ფაქტები, რაც საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივ მცხოვრებლებს და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას.
ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა, გზის სავალი ნაწილის უსაფრთხოების მიზნით, ტერიტორიაზე რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი მოაწყო. სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან ერთი მილიონი ლარით დაფინანსდა.
ახლად მოწყობილი კედლის მიმდებარედ, ვაკის რაიონის გამგეობამ საგზაო სამუშაოებიც შეასრულა. საშიშროება რაც იყო, მთლიანად მოხსნილია. კედელი გამაგრებულია. ამ პროექტის წარმოების დროს, გარკვეული სირთულეები იყო კომპანიასთან დაკავშირებით, შემდეგ წითელ ხაზებთან დაკავშირებით. ადგილობრივ მოსახლეობასთან მოგვიწია გარკვეული შეთანხმებების მიღწევა. შედეგად, უჩანეიშვილის ქუჩაზე გადაადგილება დღეს უკვე სრულებით უსაფრთხოა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)