ვაკის რაიონს წყალმომარაგება შეუწყდება

24 მაისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, ნუცუბიძის III მ/რ, I კვ. N4-თან მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც კომპანიის ინფორმაციით, 24 მაისის 12:00 საათიდან 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში: ნუცუბიძის 3 მ/რ-ს მე-2 და მე-3 კვარტლებს და რამაზ ჩხიკვაძის ქუჩას