ვაკის პარკის დაუსრულებელი რეაბილიტაცია და სავარაუდო კორუფცია თბილისის მერიაში – ქეთევან თურაზაშვილი მოსახლეობას მიმართავს

ვაკის პარკის დაუსრულებელი რეაბილიტაცია და სავარაუდო კორუფცია თბილისის მერიაში – სწორედ ამ საკითხის შესახებ გამართა ბრიფინგი ვაკის პარკში “ძლიერი საქართველოს” წევრმა, ქეთევან თურაზაშვილმა:
,,თბილისის მერიამ ისევ ვერ დაასრულა ვაკის პარკის რეაბილიტაცია. 30 მილიონი ლარი უკვე დახარჯულია, იგეგმება კიდევ 31 მილიონი ლარის დახარჯვა. რეაბილიტაცია 2021 წელს უნდა დასრულებულიყო. სავარაუდო დანახარჯი 60 მილიონ ლარს გადააჭარბებს. გვახსოვს როგორც ზარზეიმით გახსნა მ 2012 წელს ვაკის პარკი და გვახსოვს 2022 წლის 13 ოქტომბერს საზარელი ტრაგედია, როდესაც 13 წლის ბავშვი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი დენის დარტყმა, რადგან არ იყო გაკეთებული ხარისხიანად ელექტროგაყვანილობა შადრევანში. ამ ფაქტის გამო დაკავებულთა შორის იყო გიგა გიგაშვილი, რომელიც წარმოადგენდა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს. ის არის ადამიანი, რომელსაც პატიმრობა მალევე შეუცვალეს შინაპატიმრობით. მან პატიმრობიდან გათავისუფლებულმა შეიძინა ნახევარმილიონიანი უძრავი ქონება. მას არ აუღია კრედიტი, არ გაუყიდია კრედიტი. ასევე შეიძინა 143 კვ ბაგებში საბაზრო ღირებულებაზე ბევრად დაბალ ფასად და მთავარი, მან დააარსა კომპანია, რომელიც იყო შუამავალი მერიასა და სხვა კომპანიებს შორის. ის მუშაობდა კოეფიციენტებზე, მშენებლობის ნებართებზე და ნებართვების დაჩქარებაზე. ის იყენებდა საკუთარ გავლენებს და კონტაქტებს. ეს ერთი მაგალითიც ცხადყოფს, თუ როგორი მასშტაბის კორიფციაა თბილისის მერიაში.
კახა კალაძე ორი ვადით იყო თბილსის მერი. მის მმართველობას უკავშირდება არაერთი ჩამონგრევა და უბედურება. ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ადამიანი მის ადგილას გადადგებოდა თანამდებობიდან. ის კი მესამე ვადით თავაზობს საკუთარ თავს თბილისელებს. არადა, რეალურად თბილისს აქვს რეალური რესურსი, რომ გვქონდეს რეალური უსაფრთხოება და არ გვეშინოდეს ჩვენი შვილებსი გარეთ გასვლის. მოგმართავთ მოსახლეობას, რომ ერთად გავათავისუფლოთ ჩვენი ქალაქი და დავიხსნათ კორუმპირებული მერისგან”
(R)