,,ვაკე რეზიდენსი“ საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა

სამშენებლო – დეველოპერული კომპანია ,,გუმბათი ჰოლდინგი“-ს პროექტი ,,ვაკე რეზიდენსი“ პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს – Luxury Lifestyle Awards -ის გამარჯვებული გახდა ნომინაციაში- Best Luxury Apartment Living in Georgia.
Luxury Lifestyle Awards გახლავთ გლობალური ბიზნეს დაჯილდოება, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახდენს პრემიუმ კლასის პროდუქტებისა, თუ მომსახურებების აღმოჩენასა და მათ დაჯილდოებას. აღნიშნულ ნომინაციაში ,,ვაკე რეზიდენსი“-ს გამარჯვება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პროექტის გამორჩეულობას მისი არქიტექტურისა და დიზაინის, ასევე მშენებლობის ხარისხის კუთხით.
,,ვაკე რეზიდენსს“ განსაკუთრებულობას სძენს არასტანდარტული სარეკრეაციო სივრცეები, რომელიც გამოხატულია სართულებშორის არსებული, საერთო მოხმარების ღია ტერასებით, ე.წ ,,Rooftop“ ტერასებითა და იზოლირებული ეზოთი, ასევე, 5 ბლოკისგან შემდგარ პროექტში გათვალისწინებულია კომერციული და საოფისე სივრცეები, რაც საერთო ჯამში ქმნის ვაკის რაიონში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზიდულობის ცენტრს საცხოვრებელი და ბიზნესის თვალსაზრისით. პროექტი უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ადამიანებს იცხოვრონ მთავარ ბიზნეს და საზოგადოებრივ ცენტრებთან სიახლოვეს, ასევე კომპლექსიდან გაუსვლელად შეძლონ დასვენება, გართობა და საჭიროების შემთხვევაში მუშაობაც კი. ეს ყველაფერი, ჭავჭავაძის გამზირიდან სულ რაღაც 100მ-ში, ყოფილი აბულაძისა და ყიფშიძის ქუჩებს შორის იქნება შესაძლებელი.
,,გუმბათი ჰოლდინგი” 2014 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე. ამ დროისთვის კომპანიის პორტფელში შედის 5 დასრულებული და 2 მიმდინარე პროექტი, მათ შორის ერთ-ერთი, ,,ვაკე რეზიდენსი”. მშენებელ კომპანიას წარმოადგენს ,,გუმბათი ჯგუფი“, რომელსაც სფეროში საქმიანობის 24 წლიანი ისტორია აქვს.