ვაკეში, ჩოლოყაშვილისა და წერეთლის ქუჩების რეაბილიტაციის გამო, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაკის რაიონში ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო არეალი ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან წყნეთის გზატკეცილის N6-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს, შეზღუდვა კი 22 მაისის 00:00 საათიდან ოთხი თვის განმავლობაში იმოქმედებს.
„სამუშაოების მიმდინარეობის დროს, მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთიდან, თამარაშვილის გამზირისა და გიორგი წერეთლის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მარცხნივ მოხვევა შეიზღუდება. მოძრაობა დასაშვები იქნება მხოლოდ პირდაპირ ან მარჯვნივ. გზის აღნიშნულ მონაკვეთში დროებით მოიხსნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვაც.
წერეთლის ქუჩაზე მოძრაობა აიკრძალება მარჯვენა ორ ზოლში, ხოლო გადაადგილება შესაძლებელი იქნება დარჩენილი თავისუფალი ზოლებით; ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება, როგორც საავტობუსო ზოლში, ისე წყნეთის გზატკეცილის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტისთვის. აღნიშნული მონაკვეთი დროებით ორმხრივი და ორზოლიანი გახდება.
გარდა ამისა, მოძრაობა აიკრძალება ვაკის სასაფლაოდან ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიურომდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. სატრანსპორტო საშუალებებს ილია ჭავჭავაძის გამზირიდან წყნეთის გზატკეცილის მიმართულებით გადაადგილება შეეძლებათ თამარაშვილის გამზირის, უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების ხიდის გავლით. მძღოლები უკუმიმართულებითაც იმავე მარშრუტს გამოიყენებენ.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ბაგების დასახლების მიმართულებით მოძრავი ავტობუსები: N307, N345, N354 და N359 წყნეთის გზატკეცილს ჭავჭავაძის გამზირიდან დაუკავშირდებიან თამარაშვილის გამზირის, უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების საავტომობილო ხიდის გავლით, რის შემდეგაც იმოძრავებენ დადგენილი სქემით. ავტობუსები უკუმიმართულებითაც იმავე გზით გააგრძელებენ მოძრაობას.
ავტობუსი N334 მეტროსადგურ „დელისიდან“ წყნეთის გზატკეცილს დაუკავშირდება თამარაშვილის გამზირის, უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების ხიდის გავლით, რის შემდეგაც დადგენილი სქემით იმოძრავებს; N351 ავტობუსის ბოლო გაჩერებად დროებით განისაზღვრა კუს ტბის გადასახვევის მოპირდაპირედ არსებული ნუგზარ ენდელაძის მოედანი.
მიკროავტობუსები: N449 და N450 წყნეთის გზატკეცილიდან ბაგების ხიდის საშუალებით დაუკავშირდებიან უნივერსიტეტის ქუჩას, თამარაშვილის გამზირს, წერეთლისა და ჩოლოყაშვილის ქუჩებს, რის შემდეგაც, N449 მოძრაობას დაასრულებს ნუგზარ ენდელაძის მოედანზე, ხოლო N450 მიკროავტობუსი ვაკის პარკის მოპირდაპირედ შეუხვევს, თამარაშვილის გამზირის გავლით, ანალოგიური გზებით დაუკავშირდება წყნეთის გზატკეცილს, შემდეგ კი იმოძრავებს დადგენილი სქემით.
N449 უკუმიმართულებისას გადაადგილდება იმავე მარშრუტით, მგზავრთა მომსახურებას კი ჭავჭავაძის გამზირის N83-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაასრულებს.
რეაბილიტაციის პერიოდში, ბაგების მოსახლეობისთვის დაწესდება ავტობუსის დროებით მარშრუტიც. N173 იმოძრავებს წყნეთის გზატკეცილი N6-ის მიმდებარე ტერიტორიიდან და ბაგების მცხოვრებლებს მეტროსადგურ „დელისამდე“ მოემსახურება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩვენ მაინც მოვახერხებთ, მარიამ ლაშხმა და თეა წულუკიანმა გაიგონ, რას ვფიქრობთ მათზე – საჩივრებს გავლენა ექნება, იმდენი სტატუსი აღარ დაიწერება, მაგრამ მაინც დაიწერება

შალვა პაპუაშვილი დონალდ ტუსკის განცხადებაზე – საუბარი, რომ ვიღაცას რაღაც გემოში არ მოსდის ქართული დემოკრატია, ყურით მოტანილი არგუმენტია – ეს არის პოლიტიკური ვენდენტა ქართველი ხალხის წინააღმდეგ იმიტომ, რომ არჩევნებში დამარცხდნენ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას არჩევნებში არ მონაწილეობით უნდა, თავი დაიძვრინოს მძიმე შედეგისგან – ორი პარტია, რომელიც მონაწილეობას განიხილავს, პოლიტიკურ გაერთიანებებს ემუქრება, საბოლოდ კი ვიცით, რასაც გარედან ეტყვიან, იმას გააკეთებენ