ვაკეში ქირის ფასის სამგორზე, გლდანსა და დიდ დიღომზე თითქმის სამჯერ მეტია

Galt & Taggart-ის თანახმად, თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირის ფასი თვიურად მცირედით გაიზარდა და კვადრატულზე 9.9 დოლარი შეადგინა. ქირის ფასები 2024 წელს სტაბილურად ერთ ნიშნულზე ნარჩუნდება.
ქირის ფასი ყველაზე მაღალი ვაკეშია და ის $15.4-ს შეადგენს კვ.მ-ზე, ყველაზე დაბალი კი სამგორშია სადაც ფასი $8-ია.
Galt & Taggart-ის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის თანახმად, 2024 წლის აგვისტოში თბილისის უძრავი ქონების მეორად ბაზარზე 1,584 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 10.6%-იანი, ხოლო თვიურად 5.4%-იანი კლებაა.
კვლევის თანახმად, ჯამურად 2024 წლის პირველ 8 თვეში თბილისში მეორად ბაზარზე სულ 13,080 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 7.1%-იანი კლებაა და შესუსტებულ მოთხოვნას ასახავს.
„ფასები 2024 წლის აგვისტოში ფასები პირველად ბაზარზე თვიურად მცირედით 0.3%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ შესუსტებული მოთხოვნა ფასების ზრდის ტემპის შენელებაზეც აისახა“,- წერია მიმოხილვაში.