ვაკეში, ორი დღის წინ გახსნილი გზა დაზიანდა – GWP მიზეზად თვითნებურ სანიაღვრე სისტემებს ასახელებს – bm.ge

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, გუშინწინ, 9 სექტემბერს ვაკეში, საზეიმოდ გახსნილი გზა უხვმა ნალექმა უკვე დააზიანა.
მეტი დეტალის გასარკვევად, BM.GE თბილისის მერიას დაუკავშირდა, თუმცა უწყებამ საკითხის კომენტირებისგან თავი შეიკავა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ (GWP) გადაგვამისამართა.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) განცხადებით, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მათ მიერ ახლად რეაბილიტირებული საკანალიზაციო ქსელი და საგზაო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
მათივე ცნობით, სისტემის გადატვირთვა გამოიწვია თვითნებურად დაერთებულმა შიდა სანიაღვრე სისტემებმა.
„კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და მაქსიმალურად მოკლე დროში უზრუნველყოფს დაზიანებების აღდგენას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
Bm.ge