ვაკეში, ავტობუსის გაჩერებაზე, მსუბუქი ავტომობილი ავტობუსს შეეჯახა

ვაკეში, ავტობუსის გაჩერებაზე, ავარია მოხდა.
როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, ავტობუსს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
როგორც ნეტგაზეთს სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ავტობუსის მძღოლი და სამი მგზავრი.
როგორც ფოტოზე ჩანს, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფოც. თუმცა ნეტგაზეთს სასწრაფო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ჯერჯერობით ინფორმაცია არ აქვთ მომხდართან დაკავშრებით. ავარიის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას ვცდილობთ -სთანაც, თუმცა უწყების პრესსამსახურში ამ ეტაპზე ჩვენს ზარებსა და შეტყობინებებს არ პასუხობენ.
მათგან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
ფოტო: FB / თემო დოლიძე

ასევე დაგაინტერესებთ