“ვაიმეე, გაჩუმდით, შეიძლება, რომ ამდენი წლის მერე, დაივიწყოთ სააკაშვილი?” – პრეზიდენტი “იმედის” ჟურნალისტს

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “იმედის” ჟურნალისტს, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უსვამდა კითხვებს, ასე უპასუხა:
სააკაშვილზე სალაპარაკოდ არა ვარ მოსული… თუ მაცდით… შეიძლება გაჩუმდეთ და მალაპარაკოთ? მე არ ვარ აქ მოსული რომ არც სტალინზე და არც სააკაშვილზე ვილაპარაკო. მაცადეთ, ვაიმეე… ერთი კითხვა მაქვს თქვენთვის, გაჩუმდით, მე მინდა გკითხოთ თქვენ, შეიძლება, რომ ამდენი წლის მერე, 2012 წლის მერე, დაივიწყოთ სააკაშვილი?
დღეს გორში ჩავიდა. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მხარდამჭერი კამპანიის ფარგლებში ის ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდა. გრძელდება ხელმოწერების შეგროვებაც.

ასევე დაგაინტერესებთ