ვაიმარის სამკუთხედი საქართველოზე: რას ითხოვს სამი ქვეყნის ლიდერი

საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში გამოვლენილი დარღვევების შესახებ გავრცელებული ცნობების გამჭვირვალედ გამოძიებას ვაიმარის სამკუთხედის ლიდერები ითხოვენ.
უნგრეთში დაგეგმილ ევროპულ სამიტამდე რამდენიმე საათით ადრე, საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის პირველი პირები საკუთარ შეშფოთებას დარღვევებისა და ამომრჩევლების დაშინების შესახებ კიდევ ერთხელ აფიქსირებენ.
ჩვენ ვიმეორებთ შეშფოთებას საქართველოში საპარლამენტო ს ჩატარებასთან დაკავშირებით, როგორც ეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნებშია მითითებული. კერძოდ, შეშფოთებას იწვევს ცნობები მრავალი დარღვევისა და ამომრჩევლების დაშინების შესახებ, რამაც პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობაზე უარყოფითად იმოქმედა. ჩვენი მოწოდება ყველა საჩივრის და არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ცნობების სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიებაა და ყურადღებით განვიხილავთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშს, რომელსაც თავის დროზე ველით. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, ევროპულმა საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული გზიდან უხვევდა და დაჟინებით მოითხოვდა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მოწყობას”, – წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ნადირაძე – 4 ოქტომბერი იქნება მშვიდობიანი რევოლუციის დღე, როგორი მშვიდობიანი რევოლუცია იქნება, იცით? ირაკლი კობახიძეს თმის ღერი არ უნდა ჩამოუვარდეს – კორუმპირებული მთავრობა მშვიდობიანი დამხობის გზით უნდა წავიდეს

პაატა მანჯგალაძე – ხაბეიშვილმა თქვა, რომ ბევრს არ სჯერა ოპოზიციაში, ბევრს – ხალხში, მაგრამ ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა დაიჯერა, რომ ხალხს შეუძლია ცვლილება, ამიტომ დააკავეს ხაბეიშვილი, ზოდელავა – ისინი გამარჯვების რწმენას ასხივებდნენ