ვაზის სხვლის შესახებ ესპანელი ექსპერტის ონლაინ საგანმანათლებლო ვიდეო კურსი ქართულ ენაზე უკვე ხელმისაწვდომია

ევროკავშირის მხარდაჭერით, ქართულად გახმოვანებული ვაზის სხვლის ონლაინ საგანმანათლებლო ვიდეო კურსი მევენახეებისთვის, უკვე ხელმისაწვდომია.
ვიდეო მასალის თარგმნა, ევროკავშირის მხარდაჭერითა და FAO-ს ინიციატივით განხორციელდა. ონლაინ ვიდეო კურსს ესპანელი ექსპერტი, ხულიო პრიეტო დიასი უძღვება.
საგანმანათლებლო პროგრამა, სოფლის მეურნეობის იმ თანამედროვე მეთოდებზეა ორიენტირებული, რომელიც მოსავლის გაზრდასთან ერთად, ყურძნისა და ღვინის ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმარება მევენახეებს.
ევროკავშირის მხარდაჭერით, FAO ღვინის მეწარმეებთან და მევენახეებთან ერთად, წარმოების გაუმჯობესებასა და საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ აღნიშნული ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე მუშაობს.
საგანმანათლებლო ვიდეო კურსზე წვდომით, დაინტერესებულ ქართულენოვან მევენახეებს შეუძლიათ FAO-ს ორგანიზაციის Facebook გვერდზე დაუკავშირდნენ.