ვაზისუბანში, ერთ-ერთ ავტოსახელოსნოში ხანძარი იყო

თბილისში, ვაზისუბანში, ერთ-ერთ ავტოსახელოსნოში ხანძარი იყო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.