ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გარდაცვლილია ავტომობილის მძღოლი. არსებული ინფორმაციით, მან საჭე ვეღარ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.