,,ვადასტურებ, ,,ლელოსგან” იყო შემოთავაზება, რომ გარკვეული სარგებელი გვექნებოდა, თუ თვალს დავხუჭავდით და რბილად გავაკრიტიკებდით,“ – გია ბარამიძე

,,ნაცმოძრაობის” წევრის ანა წითლიძის შემდეგ ,,ლელოს” ფულის სანაცვლოდ გაჩუმებაში ხელს ადებს გია ბარამიძეც და აცხადებს:
,,ვადასტურებ, იყო შემოთავაზება, რომ ჩვენ გვექნებოდა გარკვეული სარგებელი, თუ უბრალოდ თვალს დავხუჭავდით, რბილად გავაკრიტიკებდით “ლელოს”.
მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ვაჭრობაში არ შესულა”.
“ვაჭრობაში არ შევსულვართ, საუბარი მყისიერად მორჩა, როგორც კი გაიგეს ჩვენი პოზიცია, რომ ეს არ არის ვაჭრობის საგანი, ვაჭრობის თემა, ჩვენ სამშობლოთი არ ვვაჭრობთ. ადრე ვინც არ უნდა ყოფილიყო ჩვენი პარტნიორი, ჩვენ ვერავის მოვუწონებთ ამ მოღალატურ რეჟიმთან თანამშრომლობას, მათ სპეცოპერაციაში შესვლას, რაც რეჟიმის ლეგიტიმაციის ერთ-ერთი მცდელობაა. ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოდაა ცნობილი ყველასათვის, ღიად ვსაუბრობთ და არაფერი გვაქვს დაფარული, არ ვაპირებთ ენის მოჩლექას არავისთან მიმართებით. თქვენ ამას ძალიან კარგად ხედავთ. კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ვინც არ უნდა შევიდეს ამ სპეცოპერაციაში, ეს არის ქართველი ხალხის ბრძოლის ღალატი”.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „ლელოს“ ჩვენთან და ჩვენ მათთან სალაპარაკო არა გვაქვს, ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მათი ზოგიერთი წევრი – სისხლის სამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებული საქმეებია

ზურაბ ჯაფარიძე – ათამდე ადამიანთან მომიწია მტკიცება, რომ „ლელოს“ განცხადება არ იყო ბიძინასთან შეთანხმებული თამაში, ვისაც ვერ ვარწმუნებდი, ყველას ვთხოვე დალოდებოდნენ დღევანდელ დილას და „ოცნების“ პასუხს – აგერ, პასუხიც

დავით დარჩიაშვილი – კობახიძე-ივანიშვილის ტანდემმა უნდა გააცნობიეროს, რომ სათქმელია შემდეგი: „ვითარება არის მძიმე!“ – ამის აღიარებით ყველა დაინახავს, რომ ხელისუფლება გამოსავალს ეძებს