“ვაგნერელმა” უკრაინაში ომის გაკრიტიკების გამო კაცი მოკლა | სასამართლომ ეს შემამსუბუქებელ გარემოებად ჩათვალა

რუსეთში, დალნერეჩენსკის სასამართლომ (პრიმორსკის ტერიტორია) 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” ყოფილ დაქირავებულ მებრძოლს, რომელიც მკვლელობაში იყო ბრალდებული.
ინფორმაციას BBC გამოცემა “7×7”-ზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც რუსეთში “უცხოური აგენტების რეესტრშია” შეყვანილი.
სასამართლომ შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნია სამხედრო ჯილდოები და “მსხვერპლის უკანონო ქცევა”.
ბრალდებულმა განმარტა, რომ კაცმა, ვისთან ერთადაც სუფრაზე იმყოფებოდა, გააბრაზა ის ში ომის კრიტიკით, საიდანაც ის ახალი დაბრუნებული იყო.
საქმის მასალების მიხედვით, მან მსხვერპლს სცემა სკამით, რომელიც გატყდა, შემდეგ მეორე სკამით, რის შემდეგაც ჯოხი დაარტყა და ბოლოს დანით მიაყენა ჭრილობები.
სასამართლოში მან თქვა, ფხიზელი რომ ყოფილიყო, იგივეს გააკეთებდა. კაცი, რომელიც მან მოკლა არ იყო აგრესიული, ჰქონდა უმაღლესი განათლება და მუშაობდა მეზღვაურად.
სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებად არ მიიჩნია ის, რომ “ვაგნერის” მებრძოლი წარსულშიც იყო გასამართლებული მკვლელობისთვის, კერძოდ 2022 წელს პატიმრობა მიესაჯა, მაგრამ 2023 წლის იანვარში ის ს პრეზიდენტმა შეიწყალა.