,,ე.წ. ხელისუფლება ხელებს აფათურებს ჩემს პარტიაში“ – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:
,,ოლიგარქიული დიქტატურა გადასულია შეტევაზე.
ე.წ. ხელისუფლება ხელებს აფათურებს ჩემს პარტიაში. მას ძალიან უნდა პარტიის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ჩამოცილება, რომელიც მათ დიდ ზიანს აყენებს საერთაშორისო არენაზე.
მე, როგორც ამ მოძრაობის დამაარსებელი, მთლიანად ვუჭერ მხარს პარტიის ლიდერშიპს და მოვუწოდებ ყველა წევრს – არ აყვნენ ამ ქოცურ მაქინაციებს.
ასევე, მოვუწოდებ საკრებულოების ჩვენს წევრებს, რომელთა გაყვანისთვისაც მე ჩემი თავისუფლებით მაქვს ფასი გადახდილი და ვიხდი დღემდე პატიმრობით, გაუწიონ წინააღმდეგობა და არ მიიღონ მონაწილეობა კორუფციაში, მათ შორის – კორუფციაში, რომელიც დაკავშირებულია სამშენებლო სფეროს ლობირებასთან.“

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – უკრაინა განიცდის გაუმართლებელ აგრესიას, 2008 წლიდან რუსეთის აგრესიის სამიზნეა საქართველოც – მის მავნე ქმედებებს სჭირდება სათანადო პასუხი, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთად, რათა ვიყოთ ძლიერები