კრიმინალური გარჩევების მთავარი ფიგურანტი, ე.წ. კანონიერი ქურდის, მამუკა შუბუთიძეის გარემოცვის წევრი, “ფაიფურა” პოლიციას გაექცა.
დრეს, “პირველებს” საქმის პროკურორმა, ნუგზარ ჭიტაძემ დაუდასტურა, რომ ზაზა ფარქოსაძის, იგივე წინააღმდეგ ფარული საგამოძიებო მოქმედებები 7 თვის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა მოსამართლის განჩინების აღების შემდეგ, “ფაიფურას” დასაკავებლად მისულ პოლკიციას ის ადგილზე არ დახვდა.
“გამოძიებამ ვერ იპოვა ის [“ფაიფურა], არ იმყოფებოდა საცხოვრებელ მისამართზე” – ამბობს პროკურორი.
უცნობია დატოვა თუ არა ქვეყანა ჭიათურელმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა.
ეს პიროვნება გახლავთ ქურდული სამყაროს წევრი, რომელსაც აქტიური კავშირი გააჩნია სხვა ქურდული სამყაროს წევრებთან, ასევე საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდებთან იგი მოქალაქეებს შორის არსებულ დავებს განიხილავდა ქურდული წესების შესაბამისად და იღებდა სხვადასხვა გადაწყვეტილებებს.
უშუალოდ მის მიმართ ხორციელდებოდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები. უცნობია, რომ მან ქვეყანა დატოვა, მიმალვაში იმყოფება.
როდესაც განჩინებები იქნა აღებული პირთა დაკავების თაობაზე, ვერ მოხერხდა მისი დაკავება, ეს გახლავთ დაახლოებით 2 დღე, 2 დღის წინ მოხდა ამ სისხლის სამართლის საქმეზე პირთა დაკავება, განჩინებების საფუძველზე.
სპეციფიკას ამ გამოძიების, სპეციფიკური გახლავთ, ესეთი საქმის გამოძიება. მოცემულ შემთხვევაში წყდება ფარული საგამოძიებო მოქმედება, შემდეგ ფასდება მოპოვებული მტკიცებულებები და პროკურორი იღებს შემაჯერებელ გადაწყვეტილებას, პირზე დაიწყოს თუ არა სისხლისსამართლებრივი დევნა.
მტკიცებულებების გაცნობის შემდეგ ჩავთვალე, რომ არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გითხარით უკვე და მის მიმართ სასამართლოს მივმართე შუამდგომლობით. სასამართლომ რამდენიმე დღით ადრე, სანამ მოხდებოდა მათი დაკავება, დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, გასცა განჩინება და დაკავების დროს, ერთ დროს ხორციელდებოდა ყველა პირის დაკავება, გამოძიებამ ვერ იპოვა ის [“ფაიფურა], არ იმყოფებოდა საცხოვრებელ მისამართზე,” – განაცხადა პროკურორმა, ნუგზარ ჭიტაძემ.
ე.წ. კანონიერი ქურდის, მამუკა შუბითიძის, იგივე “ტურიკელას” დაჯგუფების დაკავების შესახებ შსს-მ განცხადება გუშინ გაავრცელა.
გამოძიების ვერსიით, მამუკა შუბუთიძე, იგივე „ტურიკელა“, კრიმინალურ გარემოში პროცესებს ე.წ. „მაყურებლების“ — „ფაიფურასა“ და „გრიშიჩის“ დახმარებით მართავდა. სამართალდამცველებმა ერთ ღამეში ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდული სამყაროსთვის მიმართვის ბრალდებით 44 პირი დააკავეს, ხოლო კიდევ ექვსზე, მათ შორის „ტურიკელაზე“, ძებნა გამოცხადდა.
გამოძიების მიხედვით, დავების გადაწყვეტისას ერთ-ერთ მხარეს ფულის გადახდა ეკისრებოდა, პროცესში კი აქტიურად ერთვებოდნენ „ფაიფურა“ და „გრიშიჩი“. ფარულ ჩანაწერებში, სამართალდამცველთა განცხადებით, ისმის, როგორ არეგულირებენ ისინი კონკრეტულ საქმეებს.



