ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებულებს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

„მისტერ ოფშორის“ ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმეში, პირდაპირი მტკიცებულება – მოტყუებული ევროპელი პენსიონერების ფული დავით კეზერაშვილის და მისი ნათესავების საბანკო ანგარიშებზეა.
ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოძიების ფარგლებში დაკავებულებს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო პროცესზე ოთხი პირი გამოცხადდა, სამს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. მათ შორისაა ერთ-ერთი ბრალდებული თემურ ჯანაშვილი, რომელმაც 1 მილიონი დოლარის ოდენობით ჩარიცხვები განახორციელა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის, მისი დისა და დისშვილის პირად საბანკო ანგარიშებზე.
ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე წარდგენილი ბრალი 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს პროკურატურამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცველებთან თანამშრომლობით, საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც ასევე ჩართული არიან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ALDE იმაზე უფრო უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთ ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა სასამართლოს შენობაში, თუმცა სიყალბეზე დაყრდნობით ცდილობს, აქცენტები გადაიტანოს – ეს მეტყველებს მათ ტრაგიკულ მდგომარეობაზე

თენგიზ შარმანაშვილი BBC-ის მასალაზე – მიხვდნენ, რომ „ნაცებს“ დაუდასტურდებათ ამ ნივთიერების შესყიდვა და ახალი ბოდვა დაიწყეს – რა თქმა უნდა, ვახტანგ გომელაურიც გამოიკითხება და დადგინდება, დახვდა თუ არა მას ეს მარაგები