ოკუპირებული აფხაზეთის “საჰაერო სივრცე” რამდენიმე დრონმა დაარღვია. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “პრეზიდენტმა”, ბადრა გუნბამ ე.წ. “უშიშროების საბჭოს” სხდომაზე განაცხადა.
გუნბამ “უშიშროების საბჭოს” სხდომა ოკუპირებული რეგიონის “სახელმწიფო საზღვრების: მახლობლად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის დრონებით მასიური თავდასხმის გამო მოიწვია.
ასევე აღინიშნა, რომ რამდენიმე დრონმა ოკუპირებული რეგიონის საჰაერო სივრცე დაარღვია.
გუნბამ აღნიშნულთან დაკავშირებით “ძალოვანი სტრუქტურების” ხელმძღვანელების ინფორმაცია მოისმინა.
