ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან რუსეთის მხარეს მებრძოლი მოხალისე უკრაინაში დაიღუპა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკიდან ს მხარეს მოხალისედ მებრძოლი, რუსტამ ტაბუევი, უკრაინის ომში დაიღუპა. ინფორმაციას ჟურნალისტი არზუ მამედოვა ავრცელებს.
ტაბუევს, რომელიც 36 წლის იყო, 2 შვილი დარჩა. მისი დაღუპვის გარემოებები უცნობია.
რუსეთის მხარეს სთან ომში საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ათასზე მეტი მცხოვრები იბრძვის. ღია წყაროებზე დაყრდნობით არსებული ინფორმაციით, ამ დრომდე 40-მდე მათგანია დაღუპული.