ე.წ. საგამოძიებო კომისია ცდილობს, ყურადღება გადაიტანოს ჩვენს ქვეყანაში არსებული რეალური პრობლემებიდან – გიორგი სიორიძე

ე.წ. საგამოძიებო კომისია ცდილობს, ყურადღება გადაიტანოს ჩვენს ქვეყანაში არსებული რეალური პრობლემებიდან – გიორგი სიორიძე
პარლამენტში დროებითისა საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა დღესაც გაიმართება.
2003-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი კომისია ამჯერად აფრასიძეებისა და ბუტა რობაქიძის საქმეს განიხილავს. კომისიის კითხვებს აფრასიძეების ოჯახის ორი წევრი და ბუტა რობაქიძის მამა უპასუხებენ.
სხდომაზე დაბარებულები არიან და , ისინი მისვლას არ აპირებენ.
პარტია “ლელო – ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი სიორიძე განმარტავს, რომ, ამ კომისიის მუშაობით, უმრავლესობის წარმომადგენლები ქვეყანაში არსებული რეალური პრობლემების გადაფარვას ცდილობენ.
“ე.წ. საგამოძიებო კომისია, არალეგიტიმური პარლამენტის ფარგლებში შექმნილი, ცდილობს, რომ ყურადღება გადაიტანოს იმ რეალური პრობლემებიდან, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყანაში – უმწვავესი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან.
პირველ პოლიტიკურ ლიდერებს, ვისაც იბარებენ, არიან ბადრი ჯაფარიძე და , ეს იმას ნიშნავს, რომ არის პოლიტიკური ოპონენტების დევნის მცდელობა”, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროპა უკრაინას რთული გადაწყვეტილებების მიღებაში უნდა დაეხმაროს – უკრაინისთვის ძნელია, მაგრამ დიდი დანაკარგების თავიდან ასაცილებლად, უნდა აღმოვფხვრათ ბოროტება

ლევან მახაშვილი – პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთში მიმდინარე ფორუმზე „ოკუპაცია“ ახსენა იმ სიღრმით და იმ ხარისხით, რაც საჭირო იყო ამ კონფერენციაზე სათქმელად – ფორუმის მიზანი არ ყოფილა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გარკვევა