ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის – მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის, ზურაბ ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ელენე ხოშტარიას საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის – მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის, ზურაბ ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ელენე ხოშტარიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. მოსამართლემ პროკურატურისა და დაცვის მხარის მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო.
ამასთან, იმსჯელეს საქმე არსებითად განსახილველად გადასცემოდა თუ არა სასამართლოს. შემდეგი სხდომა 23 თებერვალს, 13:00 საათზე გაიმართება.