ე.წ. საბოტაჟის მცდელობის საქმეზე, სასამართლოში, ლევან ნატროშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი ს“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან ნატროშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება.
საქმე ე.წ. საბოტაჟის მცდელობას ეხება, რომლის ფარგლებშიც პროკურატურამ ლევან ნატროშვილი გამოკითხვაზე მოწმის სახით დაიბარა.
გამოკითხვამდე ლევან ნატროშვილს კომენტარი არ გაუკეთებია, პროკურორ ლაშა კოტრიკაძის განცხადებით კი, ISFED-მა აქციების დაწყებიდან მეორე დღეს დამცავი საშუალებები შეიძინა, რაც კითხვებს აჩენს, რა საჭირო იყო მშვიდობიან აქციებში მონაწილეობისთვის თავდაცვის საშუალებების შეძენა.
„როგორც იცით, ლევან ნატროშვილი არის ISFED-ის მოქმედი ხელმძღვანელი. თავად, 27 აგვისტოს მის მიერ გაკეთებულ განცხადებაში არ უარყოფდა, რომ მონაწილეობდნენ ამ აქციებში და სწორედ თანამშრომლებისთვის შეიძინა რესპირატორები. როგორც იცით, აქციები დაიწყო 28 ნოემბერს და აქციების დაწყებიდან მეორე დღეს, 29 ნოემბერს შეძენილი აქვთ სახის დამცავი სათვალეები და რესპირატორების კომპლექტი. ამის შეძენა დანაშაული არ არის, თუმცა როდესაც პოზიციონირება არის, რომ ისინი არიან მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რა საჭიროა სახის დამცავი საშუალებებისა და რესპირატორების შეძენა, თუ ისინი განწყობილნი იყვნენ მშვიდობიანად გასაპროტესტებლად? ისინი ხსნიან, რომ ეს თავდაცვის საშუალებებია. ჩვენ გვაინტერესებს ვისგან იცავდნენ ისინი თავს.
თუ უფლებადამცველი ორგანიზაციები არიან, უნდა დაიცვან კანონის მოთხოვნა – როდესაც პოლიცია მოუწოდებს, რომ დაიშალონ, ისინი მოთხოვნას უნდა დაემორჩილონ.
მაშინ ისმის კითხვა, რა საჭიროა ეს დამცავი სათვალეები და რესპირატორები, თუ არა პოლიციასთან ჭიდაობა. ხედავდით, რომ მსგავსი საშუალებებით უწევდნენ პოლიციას წინააღმდეგობას. კითხვა მარტივია – რაში სჭირდება მშვიდობიან დემონსტრანტს მსგავსი აღჭურვილობა.
ISFED არც მალავს ამ აქციებში მონაწილეობას. რესპირატორების, სახის დამცავი სათვალეები და ხმის გამაძლიერებელი აქვთ შეძენილი, ეს მიუთითებს, რომ აქციებში მონაწილეობდნენ და არა ვთქვათ, დაკვირვების მიზნით იმყოფებოდნენ აქციაზე“, – განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ.
ცნობისთვის, 27 აგვისტოს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ (ა)იპ „სამართლიანი სა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” , ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის”, ა(ა)იპ „დემოკრატიის მცველების” , ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” , ა(ა)იპ „საფარის” , ა(ა)იპ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ საბანკო ანგარიშებზე ყადაღების დადების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას. მოგვიანებით, საქართველოს პროკურატურამ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა.