ქართული ოცნების დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის თქმით, ე.წ. რუსულ კანონს იურიდიულ კომიტეტზე მე-3 მოსმენით ორშაბათს, 13 მაისს განიხილავენ.
„პარასკევს, 10 მაისს, ვაგრძელებთ მუშაობას იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც ევროკომისიის მიერ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განსაზღვრული 9 პუნქტიდან გამომდინარეობს. ამიტომ, კომიტეტის სხდომაზე განიხილება მხოლოდ ევროკავშირის 9 პუნქტთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მე-2 მოსმენით. გამჭვირვალობის კანონპროექტს კი ორშაბათს, 13 მაისს განვიხილავთ”. – წერს ოხანაშვილი Facebook-ზე.
პარასკევს, 10 მაისს, რომელიც მთავრობამ უქმე დღედ გამოაცხადა, საქართველოს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩაინიშნა. სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის რუსული კანონი არ არის.
