ე.წ. „რუსული კანონის“ დამტკიცების შემდეგ, ევროკავშირის სამიტზე საქართველოზე იმსჯელებენ

ე.წ. „რუსული კანონის“ დამტკიცების შემდეგ, ევროკავშირის სამიტზე საქართველოზე იმსჯელებენ. ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შემდეგ შარლ მიშელი აცხადებს, რომ საქართველოზე სამიტის ფარგლებში იმსჯელებენ.
ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 27-28 ივნისს შეიკრიბებიან.
„კანონის მიღება ქვეყანას კიდევ უფრო აშორებს EU-ის გზას… საქართველოს საკითხს დავამატებ ევროპული საბჭოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში“, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა X-ზე დაწერა და დაანონსა, რომ საქართველოს საკითხზე ევროპული საბჭო იმსჯელებს.
პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია – რუსული კანონი დამტკიცებულია. დარბაზში მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იმყოფებოდნენ. სხდომას 84 დეპუტატი ესწრებოდა.
პრეზიდენტმა ვეტოს დაძლევის შემდეგ, პარლამენტის წინ შეკრებილებს მიმართა და რეფერენდუმის ჩატარება დაანონსა.

ასევე დაგაინტერესებთ