ე.წ. რუსული კანონის გამო ღია საზოგადოების ფონდები ყირგიზეთში საქმიანობას წყვეტს

ე.წ. რუსული კანონების მიღების მერე, ღია საზოგადოების ფონდები ყირგიზეთში საქმიანობას წყვეტს – ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის გვერდზე გამოქვეყნდა
ორგანიზაციის ინფორმაციით ე.წ. რუსული კანონი აწესებს შემზღუდველ, ფართო და არასწორად განსაზღვრულ რეგულაციებს საერთაშორისოდ დაფინანსებული ადგილობრივი ორგანიზაციების საქმიანობაზე.
ღია საზოგადოებამ სოროსის ფონდი ყირგიზეთში 1993 წელს დააარსა, მაშინ როდესაც ქვეყანა ყოფილი საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის შემდეგ რთულ სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდა.
მომდევნო სამი ათწლეულის განმავლობაში ფონდმა 115 მილიონ დოლარზე მეტი გაიღო პროექტების ფართო სპექტრისთვის, რომლებიც მუშაობენ როგორც მთავრობასთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორებთან ქვეყანაში. ეს მოიცავდა ინიციატივების მხარდაჭერას განათლებისა და ჯანდაცვის სექტორებში, განვითარებადი ციფრული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და ქვეყნის სისხლის სამართლისა და იურიდიული დახმარების სისტემების რეფორმირებაზე მუშაობას. სოროსის ფონდი – ყირგიზეთი ადგილობრივად იმართება და დაკომპლექტებულია ადგილობრივი კადრებით, მაგრამ დაფინანსებას იღებს საზღვარგარეთიდან.“ – წერია ფონდ ღია საზოგადოების განცხადებაში.
ორგანიზაციის განცხადებით, „სამწუხაროდ, ახალი კანონი ნიშნავს, რომ ამ ძალისხმევას, რომლის მიზანიც ქვეყნისთვის სარგებლის მოტანა იყო, უსამართლოდ მიენიჭება იარლიყი, როგორც „უცხოეთის წარმომადგენელთა“ მუშაობა“.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ