ე.წ. რუსული კანონის გამო ღია საზოგადოების ფონდები ყირგიზეთში საქმიანობას წყვეტს

ე.წ. რუსული კანონების მიღების მერე, ღია საზოგადოების ფონდები ყირგიზეთში საქმიანობას წყვეტს – ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის გვერდზე გამოქვეყნდა
ორგანიზაციის ინფორმაციით ე.წ. რუსული კანონი აწესებს შემზღუდველ, ფართო და არასწორად განსაზღვრულ რეგულაციებს საერთაშორისოდ დაფინანსებული ადგილობრივი ორგანიზაციების საქმიანობაზე.
ღია საზოგადოებამ სოროსის ფონდი ყირგიზეთში 1993 წელს დააარსა, მაშინ როდესაც ქვეყანა ყოფილი საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის შემდეგ რთულ სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდა.
მომდევნო სამი ათწლეულის განმავლობაში ფონდმა 115 მილიონ დოლარზე მეტი გაიღო პროექტების ფართო სპექტრისთვის, რომლებიც მუშაობენ როგორც მთავრობასთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორებთან ქვეყანაში. ეს მოიცავდა ინიციატივების მხარდაჭერას განათლებისა და ჯანდაცვის სექტორებში, განვითარებადი ციფრული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და ქვეყნის სისხლის სამართლისა და იურიდიული დახმარების სისტემების რეფორმირებაზე მუშაობას. სოროსის ფონდი – ადგილობრივად იმართება და დაკომპლექტებულია ადგილობრივი კადრებით, მაგრამ დაფინანსებას იღებს საზღვარგარეთიდან.“ – წერია ფონდ ღია საზოგადოების განცხადებაში.
ორგანიზაციის განცხადებით, „სამწუხაროდ, ახალი კანონი ნიშნავს, რომ ამ ძალისხმევას, რომლის მიზანიც ქვეყნისთვის სარგებლის მოტანა იყო, უსამართლოდ მიენიჭება იარლიყი, როგორც „უცხოეთის წარმომადგენელთა“ მუშაობა“.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი უგულავას ადვოკატი – ფიზიკურთან ერთად, ხელისუფლება საზოგადოებაზე სამართლებრივ ძალადობას აგრძელებს – მოწმე პოლიციელების გამოკითხვა უნდა დაიწყოს, რომელთაც მოუწევთ აბსურდის თქმა, თითქოს ქალაქში გზის გადაკეტვა დანაშაულია

სალომე ზურაბიშვილი დონეცკის ოლქში თავდასხმაზე – კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ მოსკოვის ომი ტერორზეა დამყარებული და არა ძალაზე – კაცობრიობის წინააღმდეგ განხორციელებული ყოველი დარტყმა მშვიდობის წინააღმდეგ დარტყმას წარმოადგენს