ე.წ. „რუსული კანონის“ აღსრულებისთვის საჯარო რეესტრის ფინანსური დეკლარაციების დეპარტამენტის უფროსი დაინიშნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის უფროსად სანდრო კირვალიძე დაინიშნა. ინფორმაცია, სააგენტოს ვებგვერდზეა განთავსებული.
იუსტიციის მინისტრმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ აღსრულება სწორედ ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტს დაავალა. კანონის თანახმად, „უცხოური გავლენის მატარებელი ორგანიზაციები“ საჯარო რეესტრის აღნიშნული დეპარტამენტის მიერ უნდა დარეგისტრირდნენ.
სანდრო კირვალიძის სამსახურებრივი საქმიანობა ასეთია:
08.2024 – დღემდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის უფროსი
09.2021-08.2024 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის სამსახურის მენეჯერი
01.2020-09.2021 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის რეგისტრატორი
01.2017-01.2020 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სპეციალისტი
08.2015-01.2017 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივის სამსახურის შტატგარეშე მოსამსახურე
2013-2014 წწ. – იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის დანაშაულის პირველი დონის პრევენციის სამმართველოს სტაჟიორი
2012-2013 წწ. იუსტიციის სამინისტრო – კვლევითი პრაქტიკა.
სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, დეპარტამენტის რეგისტრაციის სამსახურის უფროსი – თინათინ ღუღუნიშვილი, მონიტორინგის სამსახურის უფროსი კი ირაკლი კერვალიშვილი იქნება.