ე.წ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უარყოფენ, რომ ყაველაშვილი მოსკოვში აღლუმს დაესწრება

ქართული ოცნების მიერ პრეზიდენტად დანიშნული ს ადმინისტრაციაში უარყოფენ, რომ ის 9 მაისს მოსკოვში აღლუმზე ჩავა.
“დეზინფორმაციაა, მოგონილი ამბავია, დაწერილი რაღაც სანდო წყაროზე. არ ვადასტურებთ, არ შეესაბამება სიმართლეს. ამაზე არასდროს ყოფილა საუბარი”- ამბობს დანიშნული პრეზიდენტის პრესმდივანი ანუკი კანკია.
ყოველ წელს, 9 მაისს, “დიდ სამამულო ომში” გამარჯვებას აღნიშნავს.
დღეს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერს ს გამოცემა SOVA-მ ამ თემაზე შეკითხვა დაუსვა. ზახაროვამ მიწვეულ სტუმრებს შორის მიხეილ ყაველაშვილის ყოფნა არც უარყო და არც დაადასტურა.
ამ საკითხზე ბრიფინგი გამართა პარტია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ და თქვა, რომ მიხეილ ყაველაშვილმა მიწვევა მიიღო და ის ღონისძიებაზე დასწრებას აპირებდა.
პარალელურად ცნობილი გახდა, რომ მოსკოვში მიწვეულია ოცნების ყოფილი გენერალური პროკურორი და რუსეთის აგენტობის ბრალდებით დასანქცირებული ოთარ ფარცხალაძე.