ე.წ. მეგობარი აქტი სამ ძირითად ცრუ ბრალდებას ეფუძნება – საგანგებო ანალიზს არ საჭიროებს, რადგან მასში ერთი შეხედვითაც იკითხება მტრული სულისკვეთება – საქართველოს პარლამენტი

ე.წ. მეგობარი აქტი სამ ძირითად ცრუ ბრალდებას ეფუძნება – საგანგებო ანალიზს არ საჭიროებს, რადგან მასში ერთი შეხედვითაც იკითხება მტრული სულისკვეთება – საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ე.წ. „მეგობარი აქტის“ შესახებ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ე.წ. „მეგობარი აქტი“ სამ ძირითად ცრუ ბრალდებას ეფუძნება და საგანგებო ანალიზს არ საჭიროებს, რადგან მასში ერთი შეხედვითაც იკითხება მტრული სულისკვეთება საქართველოს, ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ არაფერი ითქვას იმაზე, რომ ეს აქტი ტექნიკურადაც კი გაუმართავია და არაერთ ფაქტობრივ შეცდომასა და ლოგიკურ წინააღმდეგობას შეიცავს.
„2025 წლის 5 მაისს -ს წარმომადგენელთა პალატამ მიიღო ე.წ. „მეგობარი აქტი“, რომელიც, თავისი არსით, არის უკიდურესად მტრული აქტი საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების, მათ შორის საქართველოს პარლამენტის მიმართ.
ე.წ. „მეგობარი აქტი“ სამ ძირითად ცრუ ბრალდებას ეფუძნება, რომელთა თანახმად: ა) საქართველოში აღინიშნება დემოკრატიის მნიშვნელოვანი უკუსვლა; ბ) საქართველოში აღინიშნება ხელისუფლების მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა; გ) საქართველო ამყარებს არასათანადო კავშირებს „რუსეთთან, ჩინეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან“ (როგორც მოგვიანებით დაკონკრეტდა, „სხვა ავტორიტარულ რეჟიმებში“ ირანი იგულისხმება).
ე.წ. „მეგობარი აქტი“ საგანგებო ანალიზს არ საჭიროებს, რადგან მასში ერთი შეხედვითაც იკითხება მტრული სულისკვეთება საქართველოს, ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ეს აქტი ტექნიკურადაც კი გაუმართავია და არაერთ ფაქტობრივ შეცდომასა და ლოგიკურ წინააღმდეგობას შეიცავს“, – ნათქვამია განცხადებაში.
Previous: ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს

ასევე დაგაინტერესებთ

დაძაბულობის მუხტის შემოსატანად ბევრი ზარი ხორციელდება, რომ თითქოს სადღაც ბომბია განთავსებული. მოსაზრებაც მაქვს და გარკვეული ინფორმაციაც, რომ ერთ-ერთი იმ ქვეყნიდან, საიდანაც „ჰექსოგენიც“ გამოგვიგზავნეს

ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ის გლობალური პოლიტიკური რეჟიმი არ დამარცხდება, ვინც საქართველოში ეს მახრჩობელა სურო დაგვითესა. თაობები იცვლება, უცვლელი კი უნდა დარჩეს “ქართული სახელმწიფოს” იდეა