“ე.წ. კომისია პოლიტიკოსების დაჭერისთვის, რეპრესიებისთვის შეიქმნა” – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, ამბობს, რომ ივანიშვილის რეჟიმი ე.წ. წულუკიანის კომისიას ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ რეპრესიების განსახორციელებლად იყენებს.
“არავინ არ დაიჯეროს, რომ ეს კომისია იმისთვის შეიქმნა, რომ რაღაც სიმართლე, რომელიც 12 თუ მეტი წლის განმავლობაში არ დადგინდა, ახლა დადგინდეს. კომისია შეიქმნა იმისთვის, რომ პოლიტიკოსები დაიბარონ, ის პოლიტიკოსები არ მივიდნენ, (რაც გასაგებია, რატომ არ უნდა მივიდნენ, იმიტომ, რომ არალეგიტიმურია პარლამენტი და მაშასადამე, კომისიაც) და მერე მათ საშუალება მიეცეთ, ისინი დააჯარიმონ, თუ დაიჭირონ. ეს ტალღა დაიწყო და მიმდინარეობს. ეს არის ახალი რეპრესიების ერთ-ერთი ფორმა”. – განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო