ე.წ. ვაგზლის ბაზრობაზე, სადაც გუშინ ხანძარი გაჩნდა, ცოტა ხნის წინ ხმაური და დაპირისპირება იყო

სადგურის მოედანზე არსებულ „ბორჯომის ბაზრობაზე“, სადაც გუშინ ხანძარი გაჩნდა, ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. ხმაური და დაპირისპირება ბაზრობაზე დასაქმებულებსა და პოლიციას შორის მოხდა. დასაქმებული პირები შესვლას ითხოვდნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც სასაწყობე ფართებს ფლობდნენ, რადგან მათივე განმარტებით, ხანძარს გადარჩენილი სავაჭრო საქონლის გამოტანა სურდათ. მოვაჭრეებს ამის საშუალება მათ ადგილზე მყოფმა პოლიციამ არ მისცა, რასაც უკვე დაპირისპირება მოჰყვა. მოვაჭრეებმა ადგილზე განლაგებული რკინის კორიდორიც გაარღვიეს, თუმცა პოლიციამ ისინი ადგილიდან გამოიყვანა.
ბაზრობაზე დასაქმებულები ეჭვობენ, რომ გადარჩენილი სავაჭრო საქონელი მოპარულია.
„ყველა ყუთი თუ ცარიელია, სავსე ყუთები სად არის, სად წავიდა? ქაღალდები და ცარიელი ყუთებია. მე წავიღე? ვინ მოიპარა? აი, გუშინდელი გადაღებული სურათი და დღევანდელიც… მოპარულია, გესმის?!“-აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე.
„საწყობები ცარიელია. ცარიელი ყუთები რომ ყრია, არ დაიწვა? სად არის ის ფეხსაცმელი, რომელიც შიგნით იყო?!“-აცხადებს მოვაჭრე.
„ჩემი საქონლის ფერფლი დამანახეთ, რატომ გაზიდეთ მანამდე, სანამ დაიწვებოდა?! რატომ არ მოდის მერია დასახმარებლად. მთელი ოთხი წლის ნამუშევარი რომ წყალში ჩაგვიგდეთ, დამწვრის ფერფლი მაჩვენეთ“, – აცხადებს კიდევ ერთი მოვაჭრე.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დმანისში მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო, დაზიანების შედეგად გარდაცვლილი კი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

გიორგი შარაშიძე – რა გასაკვირია, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და სამინისტროში გაგზავნილი რიგითი წერილით შემოიფარგლება?

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა – დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაცია ბრიუსელმა შეაჩერა და რომ ჯამი ჭურჭელია

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა