“ე.წ. ადგილობრივი არჩევნები იმაზე დიდი ხაფანგია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს” – გიგა ლემონჯავა

კოალიცია ცვლილებებითვის წევრი, გიგა ლემონჯავა:

ე.წ. ადგილობრივი იმაზე დიდი ხაფანგია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
ის, რომ ივანიშვილის რეჟიმი რუსული სქემებით საზრდოობს ალბათ პროდასავლურ ფლანგზე სიახლე არავისთვისაა. ამ ეტაპზე ამ სქემის მთავარი ამოცანა საქართველოში “სისტემური ოპოზიციის” შექმნაა, ისეთი ოპოზიციის, რომელიც არა რეჟიმის რეალური მოწინააღმდეგე, არამედ რეჟიმის დანამატია. ოპოზიციისა, რომელიც თბილადაა მოკალათებული რეჟიმის წიაღში.
ამისთვის არ არის აუცილებელი რეჟიმთან გარიგება, ისიც საკმარისია, რომ სისტემის წესებით ითამაშო.
რაში მდგომარეობს ეს წესები?
რეჟიმი ქმნის პოლიტიკურ ჩარჩოს და სჯის მათ, ვინც გადის ამ ჩარჩოდან. რეჟიმი აწესებს კონტროლს და ზღუდავს შესაძლებლობებს. მაგალითად რუსეთში, საარჩევნო თვალსაზრისით, ეს პროცესი ემყარება რეჟიმის ორ უპირატესობას:
1. პარტიების და კანდიდატების რეგისტრაცია;
2. სრული კონტროლი ხმის მიცემის
და ხმის დათვლის პროცედურებზე.
სად არის მახე ოპოზიციისთვის?
ოპოზიცია სისუსტის, სასოწარკვეთის, უვიცობის, ზერელე დამოკიდებულების, გარიგების და სხვა მიზეზთა გამო ცდილობს მაქსიმალურად გაზარდოს მისი შესაძლებლობები რეჟიმის მიერ დაწესებული ჩარჩოს ფარგლებში, რაც ვერასოდეს მოემსახურება რეჟიმის ცვლილების ამოცანას, რადგან ჩარჩოს, რომელსაც გიწესებენ აქვს ლიმიტი.
გაქვს შესაძლებლობა შექმნა საარჩევნო კონკურენციის ფასადი, მაგრამ არ გაქვს უფლება საფრთხე შეუქმნა რეჟიმს.
ამდენად, ამ ე.წ. ადგილობრივი არჩევნებით ივანიშვილი ცდილობს აისრულოს მისი ცამეტწლიანი ოცნება საქართველოში რუსული ტიპის “სისტემური ოპოზიციის” შექმნის შესახებ.
რა უნდა ვქნათ ჩვენ?
ჩვენ უნდა დავარღვიოთ რეჟიმის მიერ დადგენილი ჩარჩო, რადგან ეს არის გამარჯვების ერთადერთი გზა.
ხშირად მომისმენია აზრი, რომ არჩევნებში შესვლის გარეშე პარტია განადგურდება. სინამდვილეში პირიქითაა. პარტიულ პოლიტიკას გააგრძელებს ის, ვინც უარს იტყვის რუსული რეჟიმის ხაფანგში შესვლაზე და დარჩება ხალხის მხარეს. ხალხი ქმნის პოლიტიკურ პარტიებს და არა რეჟიმი.
არა რუსულ არჩევნებს!

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – მესმის, წინა არჩევნებზე კარგი შედეგი იყო დიდ ქალაქებში, მაგრამ გაქანებული რეპრესიები არ იყო და არც ასე აშვებული იყო გადაწყვეტილების მიმღები ხალხი – ასეთი ოპერირების მოდელი აირჩიეს და სტრატეგიაც შესაბამისად უნდა დაგეგმო