“ეჰ, რა ტყუილად დამიკარგავს დრო” – სააკაშვილი იმ სასწავლებლების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელიც სხვადასხვა დროს დაამთავრა

“ეჰ, რა ტყუ­ი­ლად და­მი­კარ­გავს დრო…” – წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე და იმ სას­წავ­ლებ­ლე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს აქ­ვეყ­ნებს, რო­მე­ლიც ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა სხვა­დას­ხვა დროს და­ამ­თავ­რა
– ტა­რას შევ­ჩენ­კოს სა­ხე­ლო­ბის კი­ე­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტი, უკ­რა­ი­ნა ჰა­ა­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის აკა­დე­მია, ნი­დერ­ლან­დე­ბი კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, საფ­რან­გე­თი ფლო­რენ­ცი­ის ევ­რო­პუ­ლი სა­მარ­თლის აკა­დე­მია, იტა­ლია ჯორჯ ვა­შინგტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, .
ნიუ იორ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­პა­ტიო დოქ­ტო­რი, აშშ, ტა­რას შევ­ჩენ­კოს სა­ხე­ლო­ბის კი­ე­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­პა­ტიო დოქ­ტო­რი, უკ­რა­ი­ნა, ჰა­ი­ფას უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­პა­ტიო დოქ­ტო­რი, ის­რა­ე­ლი.
ეჰ, რა ტყუ­ი­უ­ლად და­მი­კარ­გავს დრო…” – წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.
ამ პოს­ტით სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­არ­ჩევ­ნო კო­ლე­გი­ის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტად მიშა ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის არ­ჩე­ვას გა­მო­ეხ­მა­უ­რა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის უდიპ­ლო­მო­სა­ზე ჟურ­ნა­ლის­ტის მიერ დას­მულ კი­თხვას, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე ნო­ემ­ბერ­ში ასე უპა­სუ­ხა:
“სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რულს, ერ­თგუ­ლე­ბას და ელე­მენ­ტა­რულ კომ­პე­ტენ­ცი­ებ­ში გარ­კვე­ვას დიპ­ლო­მი არ სჭირ­დე­ბა – მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი დიპ­ლო­მის გა­რე­შეც ბევ­რზე მე­ტად გა­ნათ­ლე­ბუ­ლია! ეგერ ორ-ორი დიპ­ლო­მი რომ ჰქონ­დათ ჩვენ პრე­ზი­დენ­ტებს, ხომ აა­შე­ნეს ქვე­ყა­ნა!“ – ეს გან­ცხა­დე­ბა მე­დი­ას­თან “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ გა­ა­კე­თა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ზარქუა: შაქარზე რომ თქვა იმ ბიზნესმენმა თემქაზე უფრო იყიდება, ვაკეში ყურადღებას არ აქცევენო, ეგ სალაზღანდარაოდ კი ავიგდეთ მაგრამ სინამდვილეში სოციალური უთანასწორობის სიმპტომია

ლაშა ტუღუში „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებებზე – არასერიოზულია ის რეაქცია, რომელსაც დღეს ვისმენთ – სასაცილოა ამათი პოზიციონირება