ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ვინ უფრო ხშირად და მეტ სიტყვა “რუსულს” იტყოდა, როგორც ჩანს, ეს ხალხი გადაფარებულია შავ ფულს

ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ვინ უფრო ხშირად და მეტ სიტყვა “რუსულს” იტყოდა, როგორც ჩანს, ეს ხალხი გადაფარებულია შავ ფულს
მათი “არგუმენტი” იყო, ეს არის რუსული კანონი, რუსულში ასე წერია, თქვენთანაც ასე ხომ არ წერია, ანუ ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ვინ უფრო ხშირად და მეტ სიტყვა “რუსულს” იტყოდა, – ასე აფასებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით ოპონენტების რეაქციას.
მისი განცხადებით, ერთადერთი, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებს კანონის მიხედვით ევალებათ, არის ყოველწლიურად ფინანსური დეკლარაციის შევსება, თუმცა, ოხანაშვილი ვარაუდობს, რომ გარკვეული თანხები არამიზნობრივად დაიხარჯა და კანონის მოწინააღმდეგეები გადაფარებული არიან შავ ფულს.
“ერთადერთი, რაც ამ ორგანიზაციებს ევალებათ, ეს არის ყოველწლიურად, მომდევნო წელს წინა წლის, საფინანსო დეკლარაციის შედგენა, რა თანხები მიიღეს, მიზნობრიობა როგორი იყო, რაში დაიხარჯა კონკრეტულად. შემოსულა ჩვენს ქვეყანაში თანხები, რომლებიც დახარჯულა არამიზნობრივად და როგორც ჩანს, ეს ხალხი გადაფარებულია შავ ფულს.” – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გუშინწინდელმა შეხვედრამ აჩვენა მთელს მსოფლიოს, რომ უკრაინა, სამწუხაროდ, მართლაც პაიკად გამოიყენეს ვიღაცებმა და საქართველომ ამის საშუალება არავის მისცა – საქართველო დავალებებს აღარ იღებს

მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ლიეტუვაში, დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ამზადებს, აცხადებს, რომ მიზანი საქართველოში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ცვლილებაა