ენმ-ის წევრის, გიორგი მუმლაძის განცხადებას და მოთხოვნას, გადადგეს ლევან ხაბეიშვილი დღეს პარტიის წევრებმა, ალიკა კუპრავამ და გიორგი კაპანაძემ უპასუხეს. კუპრავა, რომელიც მუმლაძის მეგობარია და აქტიურად უჭერდა მხარს ენმ-ის თავმჯდომარეობის არჩევნებში მუმლაძეს, ახლა ამბობს, რომ პარტიის “ყანყალის” დრო არ არის:
“ეხლა არ არის პარტიული ყანყალის დრო, მე ვრჩები პარტიაში და ინდივიდუალურად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს პარტია გაძლიერდეს და სწორება იყოს აღებული 2024 წელს ბიძინა ივანიშვილის, რუსი ოლიგარქის, ხელისუფლებიდან ჩამოშორებაში” თქვა კუპრავამ.
გიორგი კაპანაძის თქმით კი, პარტიას ჰყავს ლეგიტიმურად არჩეული თავმჯდომარე, პოლიტიკური საბჭო და სამდივნო და ახალი არჩევნების მოთხოვნა არასერიოზული და უსაფუძვლოა. მისივე თქმით, ასეთი მოთხოვნის გაჟღერება პრეზიდენტს სააკაშვილის პოზიციებთან დაპირისპირებაა.
შეგახსენებთ, გიორგი მუმლაძემ დღეს ლევან ხაბეიშვილს მოუწოდა, აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს.
იხილეთ ასევე:
· ზუგდიდის, ხობისა და ჭიათურის საკრებულოების ფრაქცია ენმ-ის წევრები ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ