,,ეხლა ანუკი გარეთ რომ იყოს, ძაალიან იცინებდა თქვენს პოსტებზე, თქვე მართლა ავადმყოფებო” – ფანიკო მღებრიშვილი ანუკი ჩრდილელზე

სტეფანე მღებრიშვილისა და მაია დარსმელიძის შვილი, ფანიკო სოციალურ ქსელში ოთარ ჩრდილელის შვილზე, ანუკიზე წერს:
,,პოსტებს იშვიათად ვწერ, მაგრამ როცა ჩემს მეგობრებს ეხება საქმე, ჩუმად ყოფნას არ ვაპირებ.
ანუკი ჩრდილელი არის ჩემი მეგობარი, ადამიანი რომლის იმედიც ყოველთვის მაქვს, მქონდა და მექნება, არა მარტო აქტივიზმში, ზოგადადაც.
ანუკი ის ადამიანია ცუდი დღის მერე თავს რომ ჩამოგადებინებს, მოგისმენს და გაგიგებს.
მოკლედ, ეხლა ქოცები ცდილობენ ეს უკარგესი გოგონა გააშავონ))
ოღონდ, ეხლა ანუკი გარეთ რომ იყოს, ძაალიან იცინებდა თქვენს პოსტებზე, თქვე მართლა ავადმყოფებო, ბავშვებს დასდევთ და საკუთარი ცხოვრება რომ არ გაგაჩნიათ, მათ ცხოვრებას ქექავთ? )) ჯერ ერთი, ეს ინფორმაცია არის ძაალიან პირადი, და ამორალური ის არის, რომ ამ პირად ინფორმაციას ასაჯაროვებთ, რისი უფლებაც არ გაქვთ, და თან რა კონტექსტში? ადამიანის მენტალურ მდგომარეობას მის გასაშავებლად იყენებთ?
ფსიქოლოგთან და ფსიქიატრთან სიარული კი, ზუსტად ისეთი ბუნებრივი და მნიშვნელოვანია როგორც ფიზიკური ჯანმრთელობის მიხედვა, თუნდაც სტომატოლოგთან სიარული.
დაფიქრდი, ქოცო.“