ეჩმიაძინის მთავარ საკათედრო ტაძართან მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის კვლავ შეხლა-შემოხლა დაიწყო

სომხეთში, წმინდა ეჩმიაძინის მთავარმა საკათედრო ტაძართან, სიტუაცია კვლავ დაიძაბა და მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა დაიწყო.
მანამდე, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ II-ის რეზიდენციაში შირაკის ეპარქიის წინამძღვრის, მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფახიანის დასაკავებლად მივიდნენ, სადაც მათ მრევლმა წინააღმდეგობა გაუწია და მთავარეპისკოპოსის დაკავების საშუალება არ მისცა.
რამდენიმე დღის წინ მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფახიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 422-ე მუხლის მე-2 ნაწილით აღიძრა, რომელიც ეხება საჯარო მოწოდებას ხელისუფლების ხელში ჩაგდების, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის, სუვერენიტეტზე უარის თქმის ან კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი დამხობისკენ.