“ეშმაკს აცვია პრადას” მეორე ნაწილის გადაღება დაიწყო

მოამზადეთ საუკეთესო ლუქები — ლეგენდარული მირანდა პრისლი მალე განაგრძობს ჩვენი სტილის კრიტიკას! ეშმაკს აცვია პრადა 2-ს გადაღებები უკვე დაიწყო.

2006 წლის ფილმის მეორე ნაწილს ორიგინალი ქასთის მონაწილეობით დისნეი იღებს — მოდის ჟურნალი Runway-ს მთავარი რედაქტორის, მირანდა პრისლის როლს შეასრულებს, მისი ასისტენტების, ანდრეასა და ემილის როლში კი კვლავ ენ ჰეთეუეისა და ემილი ბლანტს ვიხილავთ.

ჯერჯერობით უცნობია, კიდევ რომელი მსახიობები შემოუერთდებიან ქასთს, თუმცა, როგორც ირკვევა, ფილმის ცენტრალური ფიგურა მირანდა პრისლი იქნება, რომელიც ტრადიციული ბეჭდური მედიის ციფრულით ჩანაცვლების ეპოქაში ცდილობს კარიერული წარმატებების მიღწევას. მირანდას მთავარი კონკურენტი ემილი ბლანტის პერსონაჟი იქნება, მისი ყოფილი ასისტენტი, რომელიც უკვე მდიდრული ბიზნეს ჯგუფის გავლენიანი აღმასრულებელი დირექტორია. როგორც ცნობილია, დისნეი მოლაპარაკებას აწარმოებს პირველი ნაწილის სცენარისტთან, ალინ ბროშ მაკენასთან, რათა მეორე ნაწილის სიუჟეტი საკულტოდ ქცეული ეშმაკს აცვია პრადას თავდაპირველი ჩანაფიქრებისა და მოტივების ბუნებრივი გაგრძელება გახდეს.

მერილ სტრიპმა ამ როლისთვის ოქროს გლობუსი და ოსკარის ნომინაციაც მოიპოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპული საბჭო – საქართველოს მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს – მოველით, რომ საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი