„ეშმაკისული მსჯელობაა“ — კარასინი აფხაზეთზე კობახიძის განცხადებაზე

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი ამბობს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება სა და სამხრეთ ოსეთის შემადგენლობაში დაბრუნებასა და 2030 წელს ევროკავშირის წევრობაზე გეგმების შესახებ, „ეშმაკისული მსჯელობაა“.
„ვერავინ აუკრძალავს დისკუსიას, თუ როგორ იცხოვრებს საქართველო 2030 წელს. მათ სურთ, რომ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად იცხოვრონ, ან შეიძლება სხვა ქვეყნებთან — ეს არის დისკუსია. საქართველოს პრემიერისთვის ახლა მთავარია, ადამიანები, რომლებსაც უცხო სახელმწიფოები იახავენ და ეწევიან პოლიტიკურ და საინფორმაციო საქმიანობას, იყოს კანონით განსაზღვრული. ჩვენ აქედან უნდა ამოვიდეთ, დანარჩენი ეშმაკისგან ნაკარნახევი მსჯელობაა,“ — დასძინა კარასინმა.
მან აღნიშნა, რომ პოლიტიკოსებს აქვთ მსჯელობის უფლება და პრემიერ-საც აქვს ასეთი უფლება.
„ამ საკმაოდ რთულ ვითარებაში გამოვყოფ იმ ფაქტს, რომ ის ერთ ბრძოლაშია [საქართველოს პრეზიდენტთან] სალომე ზურაბიშვილთან, რომელიც გასაგები მიზეზების გამო, დასავლური უმცირესობის, ევროკავშირის და სხვათა პოზიციას იკავებს, რათა დაამარცხონ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება,“ — განაცხადა ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა.
პრემიერ-მინისტრმა მ დამოუკდიებლობის დღეზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნებაა, 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად“ და ერთიანი საქართველო 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდეს.