ეშველა ოსიმენს, ეშველა დე ლაურენტისს – ვიქტორის ტრანსფერი მალე განხორციელდება

SKY-ს სატრანსფერო ექსპერტი ჯანლუკა დი მარციო ირწმუნება, რომ “ნაპოლის” თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი უგუნდოდ არ დარჩება და “გალათასარაიში” გადავა.
დი მარციოს მტკიცებით, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი “გალათასარაის” შეთავაზებულ პირობებზე დათანხმდა, მხარეები ბოლო დეტალებს აზუსტებენ და ოსიმენი სტამბოლში მალე გადაბარგდება.
ნიგერიელი იჯარის წესით გადავა და ხელფასს სრულად “გალათასარაი” გადაუხდის. თურქეთში სატრანსფერო ფანჯარა 13 სექტემბრამდე გრძელდება და სტამბოლური გუნდი ვიქტორის დამატებას თავისუფლად მოასწრებს.
“გალათასარაი” 3-5-2 ტაქტიკით ითამაშებს, ოსიმენი კი შეტევაში მაურო იკარდისთან ერთად გაირჯება, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია და დაახლოებით ერთ თვეში ჩადგება
მწყობრში.